საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, ვილაიათ ეივაზოვს მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, ვილაიათ ეივაზოვს მასპინძლობს.

ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები