სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილთან და ნინოწმინდის მერ ანივარდ მოსოიანთან ერთად, სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში, პედაგოგ კლარა ფოცხვერაშვილს 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მიღება მიულოცა.
ზაალ გელაშვილმა პედაგოგ კლარა ფოცხვერაშვილს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისა და რეგიონში ქართული ენის გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილისთვის.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის როლი ახალგაზრდების განათლებასა და ეროვნული ღირებულებების გადაცემაში უმნიშვნელოვანესია.
სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართული ცეკვები.



