ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის შიდა გზაზე ასფალტის საფარი იგება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ინტენსიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო პროექტები.

ნინოწმინდის მერიის ცნობით, ამჯერად, ასფალტის საფარი იგება სოფელ თორიის შიდა გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტის გადაადგილების პირობებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს.

გზის რეაბილიტაცია სოფლისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მუნიციპალიტეტში საგზაო პირობების გაუმჯობესებას.

პროექტის ღირებულება შეადგენს 566 000 ლარს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები