ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბურნაშეთისა და აზავრეთის საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლების – ბურნაშეთისა და აზავრეთის დამაკავშირებელ მონაკვეთსა და შიდა საუბნო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ორ კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ორ ეტაპად განხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში უკვე მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

ასევე დამონტაჟდება წყალარინები და საგზაო ნიშნებიც.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 587 700 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები