2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ, გიორგი ფერაძემ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ და საკრებულოს დეპუტატებმა დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
სასულიერო პირმა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

