ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს, ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს

ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს, ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომისას საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლება ჰყავდა.

„ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს ჰყავდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება და იმხელა მხარდაჭერა, რაც მაშინ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, არ ვიცი თუ ჰქონია რომელიმე ხელისუფლებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ზოგადად ეს ბრალდება ვიცით, რას ნიშნავს, რადგან კარგად ვიცით თუნდაც მილოშევიჩის რეჟიმის პირობებში, რა ფასის გადახდა მოუწიათ სერბებს. ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი ირაკლი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე “, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები