ვანის სახალხო თეატრმა ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „კაცია ადამიანი?!“ წარადგინა

ფესტივალ „თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში, ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სცენა ვანის სახალხო თეატრს დაეთმო. წარმოდგნილი იყო რეჟისორ ლაშა ლომჯარიას სპექტაკლი „კაცია ადამიანი?!“, შექმნილი ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოების მიხედვით.

სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ მსახიობების – მარიამ ლომიძის, გიგა ბუბუტეიშვილის, აბელ სოსელიას, სოფიო ჩირაძის, გია საგინაშვილის, ქეთევან სულთანიშვილის და ამირან შარაშენიძის შთამბეჭდავი თამაში სცენაზე.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთექვსმეტედ ტარდება და ფესტივალის ფარგლებში 18 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. საკონკურსო წარმოდგენებს ჟიური შეაფასებს და გამოავლენს, როგორც გრანპრის მფლობელს, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ თეატრებს, მსახიობებსა და რეჟისორებს. ფესტივალი 2 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.

ინფორმაციას და ფოტომასალას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები