ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის ა(ა)იპ „მომავლის სახლში“ გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებასა და დაჯილდოებას დაესწრნენ.
სასწავლო ცენტრის მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვა წარმოადგენს. გარდა ხელსაქმისა, რომელიც ქსოვას,ქარგვას, კერვას, თოჯინების დამზადებასა და მძივებით სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნას წარმოადგენს, ახალგაზრდები ქართულ, სომხურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს ეუფლებიან.
მოსწავლეთა მიღწევების ხარისხის გაზომვადობისა და მომავალი სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, „მომავლის სახლის“ სასწავლო ცენტრში ყოველწლიურად გამოცდები ტარდება.
შემაჯამებელი ტესტირების შედეგად გამოვლენილ წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა ,საკრებულოს თავმჯდომარემ და მერის მოადგილეებმა მადლობის სიგელები, დიპლომები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „მომავლის სახლის“ დირექტორს , სათენიკ მაჰტესიანს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
„მომავლის სახლი“, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს. ღონისძიების დასასრულს, მერმა მელქონ მაკარიანმა, სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პედაგოგებსა და ცენტრის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.






