Thursday, June 12, 2025
28.8 C
Tbilisi

ალექსანდრე წულაძე: საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები

დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მთელი მთავრობის შემადგენლობით. საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები საქართველოსა და უნგრეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძე ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მნიშვნელოვანი შეთანხმებები სამინისტროებს შორის, რაც პირდაპირ აისახება როგორც საქართველოს, ისე უნგრეთის მოქალაქეებზე.

„უმაღლესი განათლების სამივე დონეზე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა – Stipendium Hungaricum, რომლის საშუალებითაც, ქართველ სტუდენტებს აქვთ საშუალება, განათლება მიიღონ უნგრულ უნივერსიტეტებში და ეს ყველაფერი სრულად ფინანსდება უნგრული მხარის მიერ. ასევე, მათ ენიშნებათ სპეციალური სტიპენდია საქართველოს მთავრობის მხრიდანაც. აღნიშნული პროგრამით ათეულობით სტუდენტი სარგებლობს და ჩვენი მიზანია ამ ფორმატის გაფართოება. ასევე, გვსურს, კვლევით ნაწილში ქართველ და უნგრელ ახალგაზრდა მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა ახალი პროექტის დაწყება“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები