Saturday, June 7, 2025
16.8 C
Tbilisi

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანში ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეზოში აღსაზრდელმა სპეციალურად მომზადებული ცეკვისა და სიმღერის ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ააიპ ვანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებმა. მოწვეულები იყვნენ ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური გმირები, რომლებმაც სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და აქტივობები გაიმართეს. აქ მოსულ ბავშვებს ფერადი საღებავებით საყვარელი ზღაპრის გმირების სახეზე მოხატვა შეეძლოთ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და აღზრდა-განვითარებისათვის.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები