ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ბიუჯეტის შესრულების შედეგები შეაჯამა.
შეხვედრაზე განიხილეს განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების მიერ ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ნაპირსამაგრების მოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ყურადღება დაეთმო პერსონალური ასისტენტის პროგრამას, რომლის განხორციელებაც მერიამ უკვე დაიწყო და რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა. მერის პირველი მოადგილის ეკატერინე გუჯაბიძის თქმით, პროგრამის ამოცანაა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა პერსონალური ასისტირების დახმარებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მ.ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში იწყება კარლ ჩერნის სახელობის მუსიკალური კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.