Wednesday, June 4, 2025
16.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას

ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური კაროლ ნავროცკის წარმატებას უსურვებს და საქართველოს სახელით მზადყოფნას გამოთქვამს, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან  თანამშრომლობა  საერთო ინტერესების ყველა სფეროში.

„კაროლ ნავროცკის წარმატებას ვუსურვებ პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების  გზაზე. საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან  თანამშრომლობა  საერთო ინტერესების ყველა სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები