ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა.
„სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ლესაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ნაპირსამაგრების მოწყობა თითქმის ყველა სოფელში გრძელდება. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში ჯამში 24 მლნ ლარი დაიხარჯება“,- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
სოფელ ლესაში 450 მ ნაპირსამგრი კეთდება, რომლის ღირებულება 521 000 ლარია.




