Friday, May 23, 2025
21.8 C
Tbilisi

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოს ხელისუფლებამ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებულ დამამცირებელ ინციდენტზე მოიბოდიშა და დაადასტურა, რომ მის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას მიესალმებიან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიბოდიშა და დაადასტურა, რომ დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას მიესალმებიან.

„საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს უფლება არ მისცეს, თბილისის აეროპორტში შემოსულიყო. ევროკავშირის დელეგაციის აკრედიტებული წევრისთვის შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით განსაზღვრულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა პატივისცემა საქართველოს ვალდებულებით აქვს აღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელ ინციდენტზე და დაადასტურა, რომ მიესალმებიან დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები