ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დარბაზში კიკბოქსინგის მუნიციპალური ჩემპიონატი ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირში ორმოცდათხუთმეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტსმენებმა თხუთმეტ განსხვავებულ წონით და ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს.
გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოებაში ახალქალაქის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს, შესაბამისი ხარისხის დიპლომები, თასები და მედლები გადაეცათ.