საერთო კეთილდღეობისთვის დაკავშირებადობა დღის წესრიგში უნდა იყოს, მალე შევხედავთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობას სამხრეთ კავკასიაში პარტნიორების მეშვეობით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა გაფართოვდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, შეიქმნას ციფრული კავშირები.
„ნებისმიერ აგრესიაზე უფრო ძლიერია საერთო კეთილდღეობა. ეს რომ გვაკეთოთ, დაკავშირებადობა დღის წესრიგში მაღალ დონეზე უნდა იყოს. ჩვენ უკვე შევქმენით შესაძლებლობა უკრაინასთან, დასავლეთ ბალკანეთთან, მოლდოვასთან. მალე შევხედავთ შავი ზღვის რეგიონს, ახალი ევროპული სტრატეგიით, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის დღის წესრიგს სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ეს არის შესანიშნავი ხედვა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაფართოოთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, შევქმნათ ციფრული კავშირები, დავაკავშიროთ ხალხები ერთმანეთთან“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.