საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა
რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი წარადგინა
სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს, ბესიკ ამირანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ზაალ გელაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონების განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური დონის გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი 6 მაისს დანიშნა.