Thursday, May 8, 2025
23.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა

ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათელია ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის კომენტარზე, რომლის მიხედვითაც, „კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით“.

„შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით გავიგეთ, რომ თურმე ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციებს. შეგახსენებთ, რომ ის რეზოლუციები, რომლებიც მიიღებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. ასე რომ, არ ვიცი, ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებებს, თუმცა მგონი, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფების თუ პროპაგანდის დაფინანსება, რომელიც USAID-ის და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. ამიტომ, ევროკომისიის პრესსმდივანი თუ თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველოს საკითხებზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს, აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება პოლიტიკურ პარტიებში და ეს დადასტურებულია, რომ EED-ის მეშვეობით, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და ფინანსდება ევროკომისიის მხრიდან, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხებით ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური პარტიები, ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ, ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინც და მაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები