ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
რევაზ ახვლედიანმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და ხაზი გაუსვა მიმდინარე პროექტების დაგეგმილ ვადებში, ეფექტიანად განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.