Monday, May 5, 2025
16.8 C
Tbilisi

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან დღეს მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით 07:00 საათისთვის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ორი მგზავრი ავტომობილით გადაადგილდებოდა და მათ მოახერხეს, შემთხვევის ადგილს უვნებლად გარიდებოდნენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები