Monday, May 5, 2025
20.8 C
Tbilisi

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან მეწყერის ჩამოწოლის გამო ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება.

ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები