ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის ახლად აღდგენილი შენობები დაათვალიერა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 135 000 ლარით დაფინანსდა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.




