ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ “სააშუღო სკოლის” ორგანიზებით, კულტურის სახლის მცირე დარბაზში სიმღერის კონკურსი ჩატარდა. მუსიკალურ ღონისძიებაში “სააშუღო სკოლის” ახალი თაობის მოზარდები მონაწილეობდნენ. ვირტუოზი შემსრულებლები მაყურებლის წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ.
მუსიკალურ მარათონში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 კონკურსანტი მონაწილეობდა.
სპეციალურად ამ კონკურსისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა და მათ საპატიო წოდებებთან ერთად, სხვადასხვა ჯილდო, სიგელი და საჩუქრები გადასცა.
ღინისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- მკრტიჩ მღდესიანი, განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ოლგა მელიქიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
კონკურსი მიზნად ისახავს , აშუღური პოეზიისა და სიმღერის ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.




