Friday, April 25, 2025
17.8 C
Tbilisi

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ კრივის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ, კრივის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში ორი საპრიზო ადგილით დაბრუნდნენ.
ქართულ დელეგაციას სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ახალქალაქის ა(ა)იპ “სპორტული კომპლექსის” დირექტორი – ატომ ელიზბარიანი ხელმძღვანელობდა.
სპორტსმენთა შორის, ახალქალაქელმა მოკრივემ არშაკ ელიზბარიანმა 75 კგ. წონით კატეგორიაში, ყაზახი მეტოქე წარმატებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა გორელმა მოკრივემ, ლევან დემუროვმა, რომელიც 67 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს, სპორტსმენებს გამარჯვებას ულოცავს და სამომავლო წარმატებას უსურვებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები