ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს მეწყრული კერების გააქტიურების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე, ქალაქ ცაგერში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.