Wednesday, April 2, 2025
13.8 C
Tbilisi

მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება

GUARDIANGE – საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეეძლება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის გარდა, მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა, აქედან ორი წელი პირობითი. მაგრამ უცნობია, გაუშვებენ თუ არა მას ციხეში ან ექნება თუ არა ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა მაგალითად ელექტრონული ბარათის ტარება.

ის დამნაშავედ ცნეს მისი ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის “ეროვნული გაერთიანების” დაფინანსების მიზნით ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯების გაწევისთვის. ლე პენმა სასამართლო დარბაზი დატოვა, როდესაც მოსამართლე განაჩენის დეტალებს აცხადებდა.

ლე პენს ასევე 100 000 ევროს ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

მარინ ლე პენსა და მისი პარტიის ოფიციალურ პირებს – თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად გამოყენებაში, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ თანხების გამოყენება კანონიერად ხდებოდა.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები