Wednesday, April 2, 2025
13.8 C
Tbilisi

ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დარბაზში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დარბაზში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, დედაქალაქიდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან.

გამარჯვებულ სპორტსმენთა  დაჯილდოებაში ახალქალაქის  თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. მერმა, მელქონ მაკარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა, გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის  დიპლომები, თასები, ქამრები და მედლები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული  ფედერაციის სახელით, ფედერაციის  დირექტორმა  ლაშა ჭურაძემ,  ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის  ხელმძღვანელ პირებს,  აქტიური თანამშრომლობისთვის სპეციალური პრიზი  გადასცა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების  წესის  პოპულარიზაცია  პრიორიტეტული მიმართულებაა და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები