ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტულ კომპლექსში“ კრივის მუნიციპალური ჩემპიონატი ჩატარდა.
21-22 მარტს, ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის მხარდაჭერითა და განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გამართულ მუნიციპალურ ჩემპიონატს კრივში თავად მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში,უწყვეტად ესწრებოდა.
მელქონ მაკარიანთან ერთად, სპორტული შეჯიბრების გახსნასა და მსვლელობას დაესწრნენ:
საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილეები – თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.
სპორტული ღონისძიება ახალქალაქში ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია, კრივის ტრადიციების აღორძინება და პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტში, საბრძოლო ოსტატობის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჩემპიონატში 85 სპორტსმენმა იასპარეზა, შეჯიბრი კი 24 კატეგორიში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე სპორტსმენები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილნი.
ორთაბრძოლები დაძაბული და საინტერესო ფორმატით წარიმართა.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები და დამსახურებული მწვრთნელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თასებით,მედლებით, სიმბოლური პრიზებითა და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით დააჯილდოვეს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.