Sunday, March 23, 2025
5.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნარდის, დომინოსა და შაშის სამაგიდო თამაშების დასკვნითი ტური გაიმართა

22 მარტს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო “ფრაქციის ინიციატივით, მერიის მხარდაჭერით,  ნარდის, დომინოსა და შაშის სამაგიდო თამაშების დასკვნითი ტური გაიმართა.

შეჯიბრში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო. 

შეჯიბრებების ჩატარების მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა, არამედ საზოგადოების ინტერესის გაზრდა აღნიშნული სამაგიდო თამაშების მიმართ.

შეჯიბრის შედეგად, სპორტის პირველი სამი მოთამაშე მედლებით, დიპლომითა და თასებით დაჯილდოვდა. 

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 ნარდი

პირველი ადგილი – პავლე მასკალსკი (ნინოწმინდა)

მეორე ადგილი – ჟირაირ მარკოსიან (ჟდანოვი)

მესამე ადგილი – ჰაკობ ჰაკობიან (კატნატუ)

 დომინო

 პირველი ადგილი – გრიგორი შამილიან, ხაჩატურ სარგსიან (დიდი გონდრიო)

 მეორე ადგილი – არამაის ნორსოიან, გარიკ მადოიან (ნინოწმინდა)

 მესამე ადგილი – სარგის ჯაღაცპანიან, კარენ სუქიასიან (სათხა)

 შაში 

პირველი ადგილი –  ესა ესაიან (ფოკა)

მეორე ადგილი – ტარიელ აივაზიან (ნინოწმინდა)

მესამე ადგილი – გაი ფაჰლევანიან (სპასოვკა) 

სიგელები ასევე მიიღეს ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანმა მკრტიჩ შაჰბეკიანმა და ყველაზე ახალგაზრდა კარენ ბორბორიანმა მონაწილეებმა.

                                                                                                  

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები