დიდთოვლობისა და ინტენსიური თოვის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ვანის მუნიციპალიტეტში. იწმინდება გზები, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანებული ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზების სრულად აღდგენის სამუშაოები.
აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებთან ერთად, რათა მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება შეუფერხებლად მოხდეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს თოვლისგან დამტვრეული/წაქცეული ხეებისგან გზების გაწმენდას.
სამუშაოები არ წყდება დღის და ღამის განმავლობაში. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ მუშაობენ იმისთვის, რომ გაიწმინდოს გზები და მოსახლეობა გაზით და ელექტრო ენერგიით იყოს უზრუნველყოფილი.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.