„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება,
იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის
შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები
ასრულებენ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი
ჩიქოვანმა.
მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო
მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-
მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად
დაუღალავად მუშაობს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სპეკულაციები უსაფუძვლო და
უპერსპექტივოა: „ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ
მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა
სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის
პერიოდი აქვს“.