Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: ჯიგრაშენი, პატარა ხორენია/ და დიდი გონდრიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა გონდრიოში.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საკრებულოს წევრი შირაზ ხოდიკიანი, მერიიდან, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და სხვა თანამშრომლები.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები