2025 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამაში ცვლილება შევიდა.
მიმდინარე კალენდარულ წელს, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, ახალშობილის ოჯახზე ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს, თუ ბავშვის ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა და რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
აღნიშნული წესით გათვალისწინებული ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით გაიცემა:
ა) პირველი ახალშობილისთვის – 350 ლარი;
ბ) მეორე ახალშობილისთვის – 400 ლარი;
გ) მესამე ახალშობილისთვის – 500 ლარი;
დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი;
ე) მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარით მეტი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ) ახალშობილის(ების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);
ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ახალშობლის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში (2024 წელს დაბადებულები მიიღებენ აღნიშნულ დახმარებას, თუ გასულ წელს არ უსარგებლიათ ანალოგიური დახმარებით).
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს დეტალურად გაეცანით ბმულზე.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.