Thursday, January 30, 2025
8.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში ზედა და ქვედა სურმუშის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული კერები გააქტიურდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების  – ზედა და ქვედა სურმუშის დამაკავშირებელ გზაზე არსებული მეწყრული კერები გააქტიურდა.

ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება შეუძლიათ  მაღალი გამავლობის ავტომანქანებს, თუმცა, პროცესის გააქტიურებისას არსებობს საშიშროება  მასა ჩამოიშალოს საავტომობილო გზაზე და ჩაიკეტოს გზა.

არსებული მეწყრული კერა შესწავლილი აქვს სპეციალისტების ჯგუფს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე და გაატარებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას მდგომარეობის დარეგულირებისთვის.

გზის აღნიშნული მონაკვეთი დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები