Wednesday, January 15, 2025
4.8 C
Tbilisi

[ვიდეო] ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალი თაობა გაცილებით უფრო ინტეგრირებულია ქართულ სახელმწიფოში, ვიდრე საშუალო და უფროსი თაობა

GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორის, ოგანეს შორაღიანის განცხადებით, ბოლო ათწლეულებში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად მუნიციპალიტეტის სომხურენოვან საჯარო სკოლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი, განსაკუთრებით სახელმწიფო ენის სწავლების დონე და შედეგად, მისი თაობისაგან განსხვავებით, ახალი თაობა გაცილებით უფრო ინტეგრირებულია ქართულ სახელმწიფოში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

ამასთან, როგორც ოგანეს შორაღიანმა GUARDIANGE-ის უთხრა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან პედაგოგებისთვის ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა იმის წინაპირობას ქმნის, რომ მასწავლებლის პროფესია უფრო მოთხოვნადი გახდეს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განათლების სისტემამ  რთული გზა გამოიარა. ზუსტად მახსოვს, ჩემი პირველი ხელფასი იყო 7 მილიონი კუპონი. ამ პერიოდში ძალიან დიდი ცვლილება მოხდა. გასული წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვანად გაიზარდა ხელფასი, რაც იმის წიანპირობას ქმნის, რომ მასწავლებლის პროფესია უფრო პრესტიჟული გახდეს.

„გაიზარდა სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხი. ამის ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ადრე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები აბარებდნენ და სწავლობდნენ სხვა ქვეყნების – სომხეთის, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ახლა ეს მიმართულება 180 გრადუსით შეიცვალა. ამჟამად, ჩვენი კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ, და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სპეციალობის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით  მუშაობენ“, – აღნიშნავს ოგანეს შორაღიანი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

დირექტორის თქმით, სკოლა აქტიურად მუშაობს ავტორიზაციის გასავლელად, რისთვისაც ბოლო წლებში მაქსიმალურად მოწესრიგდა ინფრასტრუქურა და ამაღლდა სწავლების ხარისხი.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებმა, მათ შორის ჩვენმა სკოლამ, დიდი გზა გამოიარა. ადრინდელი და ახლანდელი დროის შედარება არც კი შეიძლება. რადგან იმ დროს სათანადო ინფრასტრუქტურული მდგომარეობ არ არსებობდა. ახლა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისია გარემო. ამჟამად ავტორიზაციის საკითხზე ვმუშაობთ, გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქურა, სწავლების ხარისხი, თანამედროვე რესურსების გამოყენება, და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა სკოლამ წარმატებით გაიაროს ავტორიზაცია.

„სკოლას აქვს დიდი ისტორია, 1965 წლიდან დღემდე. ჩვენი კურსდამთავრებულები მთელი ქვეყყნის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, სხვადასხვა მიმართულებით – გვყავს მეცნიერები, ოსტატები, სამედიცინო დარგის სპეციალისტები და ა.შ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ქვეყნისათვის სასარგებლო ადამიანები იყვნენ. ახალმა თაობამ უკვე კარგად იცის სახელმწიფო ენა. ჩვენს მოსწავლეებს კარგად ესმით, რომ იმისათვის, რომ უფრო ინტეგრირებული გახდნენ საქართველოს სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია იცოდნენ სახელმწიფო ენა, ამავე დროს, თავიანთი მშობლიური ენა“,- აცხადებს ოგანეს შორაღიანი.

სტატია – ოგანეს შორაღიანის განცხადებით, ახალქალაქის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად მოწესრიგდა – იხილეთ ბმულზე.

დირექტორი  დადებითად აფასებს არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური სწავლების პროექტს, რომელიც ამ ეტაპზე დაწყებით კლასებში ხორციელდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

„ჩვენი სკოლა უკვე ერთ წელიწადზე მეტია ჩართულია ბილინგვური სწავლების მიმართულებით. გვყავს ბილინგვური განათლების ერთი სპეციალისტი და დაბალ კლასებში ორენოვანი სწავლება ეფექტურად მიმდინარეობს. მოსწავლეები  გაკვეთილებს სომხურად და ქართულად აბარებენ“, – აღნიშნავს ოგანეს შორაღიანი.

სტატია – ახალქალაქის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, ოგანეს შორაღიანის განცხადებით, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების დანერგვა სამომავლოდ კარგ შედეგს გამოიღებს – იხილეთ ბმულზე

იგი წუხს იმის გამო, რომ მის ბავშვობაში რეგიონის სომხურენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლებას მხოლოდ 1 ან 2 საათი ეთმობოდა, ინტერესიც და საჭიროებაც არ იყო სახელმწიფო ენის სწავლების და შესაბამისად, მან და მასზე უფორსმა და შედარებით ახალგაზრდა თაობამ არ იცოდა სახელმწიფო ენა. თუმცა მის შემთხვევაში მდგომარეობა შეიცვალა, რადგან ქართული ენის ცოდნის გარეშე, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალზე გაუჭირდებოდა  საქმიაონის გაგრძელება და 2010 წლიდან ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლა გადაწყვიტა.

„დირექტორად ჩემი დანიშვნიდან დღემდე ბევრი ცვლილება მოხდა. ჩემმა თაობამ თითქმის არ იცის სახელმწიფო ენა. ჩემთვის რთული იყო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პროცესი, რადგან საწყის ეტაპზე არ ვიცოდი სახელმწიფო ენა – „გამარჯობის“ გარდა სხვა სიტყვა არაფერი ვიცოდი. არ მესმოდა ქართული, მაგრამ 2010 წლიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ვსწავლობდი, ვიშრომე იმისათვის, რომ სათანადოდ შემესწავლა სახელმწიფო ენა. ამავდროულად, დამოუკიდებლადაც განგვაგრძე მუშაობა ამ მიმართულებით, რადგან ძალიან დიდი ცვლილება მოხდა კანონმდებლობის სფეროში, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. 15-20 წლის წინათ კანონმდებლობის მიმართულებით არ გვქონდა ასეთი გამოცდილება, არც იყო საჭირო სიღრმისეული გამოცდილება, მაგრამ ამ დროისათვის კანონმდებლობის ცოდნა, ეროვნული სასწავლო გეგმის, შრომითი კოდექსის ცოდნა საჭიროა კანონიერი, დადგენილი ნორმების შესაბამისი მუშაობისათვის.  მე იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო გაიზრდება კანონმდებლობის ცოდნის დონე“, – უთხრა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

დირექტორის თქმით, მისი საქმიანობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროსთანაა დაკავშირებული, არამედ სოფლის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებასთანაც.

„ჩემი საქმიანობა, როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე თანამდებობის პირის, არა მხოლოდ სკოლის შიგნით არის თვალსაჩინო, არამედ სოფლის  თემის განვითარებისთვის, რადგან მოსახლეობას სხვადასხვა დახმარება სჭირდება, სოფლის განვითარების პროგრამაში დამატებით ადამიანური რესურსია საჭირო, რათა მთავრობას პრიორიტეტული პრობლემები წარედგინოს სოფლის განვითარებისათვის“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.

(რედაქციის შენიშვნა: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორთან, ბატონ ოგანეს შორაღიანთან ვიდეო ჩაწერილია ერთი დუბლით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, ვიდეო მონტაჟის გარეშეა წარმოდგენილი).

დაბლა ვიდეოში კი, იხილეთ ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი გაიანე სალარცორციან. აღნიშნული ვიდეოც ჩაწერილია ერთი დუბლით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, ეს ვიდეოც მონტაჟის გარეშეა წარმოდგენილი.

დაბლა იხილეთ ფოტომასალა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი გაიანე სალარცორციან

GUARDIANGE-ის ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში – უფროსი მასწავლებელი ოგანეს შორაღიან

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები