Monday, June 2, 2025
20.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტ ტრამპის წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია

პრეზიდენტ ტრამპის  წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი.
„2 წერილი გამოქვეყნდა, პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული და ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს,  26 მაისს ოპოზიციის აქციის გააქტიურებას. თუმცა, ნახეთ, რომ 3 000 კაცზე მეტი არ მივიდა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში ამ აქციაზე, არც წერილმა უშველა და არც მაქსიმალურმა მობილიზაციამ. მოგვიანებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. ეს წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა, ასევე ხედავთ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე, უკვე მე-4 დღეა თუ არ ვცდები, არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები