Friday, May 23, 2025
21.8 C
Tbilisi

მარნეულის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი: სკოლა სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროა ახალი სკოლის მშენებლობა

GUARDIANGE – ულაშლოს საჯარო სკოლა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს და თუკი შენობა, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, რემონტს არ დაექვემდებარება, მაშინ სრულიად ახალი სკოლის აშენების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, -ამის შესახებ GUARDIANGE-ის სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ნაიბ ასკეროვმა განუცხადა.

ასკეროვი ამბობს, რომ ბოლო წლებში ულაშლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მეზობელ სოფელში – კასუმლოში ახალი სკოლა აშენდა და მშობლები თავიანთი შვილების თანამედროვე სკოლაში გადაყვანას ამჯობინებენ. დირექტორი შიშობს, რომ ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს მას შემდეგ, რაც მეორე მეზობელ სოფელში – აღმამედლოში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება.

როგორც GUARDIANGE-ის სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის დირექტორმა აშრაფ ტუკანოვმა განუცხადა, აღმამედლოს  ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა 2024 წლის მაისში დაიწყო და 2026 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ნაიბ ასკეროვი აპირებს წერილით მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და სთხოვოს სავალალო მდგომარეობაში მყოფი ულაშლოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი

„თუ ავიღებთ სკოლის კუთვნილებაში მყოფ ტერიტორიას, რომელიც დაახლოებით 9000-ამდე კვ.მ.-ს შეადგენს, აქ სრულიად შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა ისე, რომ სასწავლო პროცესიც არ შეფერხდეს. ალბათ, ახლო მომავალში მივმართავთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თხოვნით, რომ შეისწავლონ ჩვენი საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში უკვე ახალი სკოლები ააშენეს და ზოგან პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საბაზო სკოლის რეაბილიტაციის ჯერიც დადგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ რეაბილიტაცია იქნება დასაშვები და სრულიად ახალი სკოლის მშენებლობა არ გახდება საჭირო, მაშინ ჩვენ დროებით კასუმლოში განვაგრძობთ სწავლის პროცესს“, – აღნიშნა ნაიბ ასკეროვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის შენობა და ეზო

როგორც GUARDIANGE-ის სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ისტორიის მასწავლებელმა, ანარ ალიევმა განუცხადა, კასუმლოში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა და რემონტი 2021 წლის ივნისში დასრულდა და ამჟამად, 2025-2026 სასწავლო წელს სკოლაში 510 მოსწავლე ირიცხება, სწავლის პროცესი კი, ორ ცვლაში მიმდინარეობს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი

რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლას, აქ ამჟამად 83 მოსწავლე სწავლობს, მაშინ როცა ხუთი წლის წინ 20-ით მეტი, 103 მოსწავლე ირიცხებოდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი (ხელმარჯვნივ) და ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი (ხელმარცხნივ)

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი, რომელიც 2006 წლიდან 2021 წლის შემოდგომამდე ხელმძღვანელობდა ულაშლოს სკოლას და ამჟამად აქ მასწავლებლად განაგრძობს მუშაობას, მიიჩნევს, რომ აუცილებელია სრულიად ახალი სკოლის აშენება და არა არსებული შენობის რემონტი.

„21-ე საუკუნეა, ასეთი ძველი სკოლა ნამდვილად არ შეეფერება თანამედროვე ცხოვრებას. თავადაც ნახეთ, რა მდგომარეობაშია საკლასო ოთახები, კედლები დაბზარულია, იატაკი აყრილია. აქ კოსმეტიკური ჩარევა უნაყოფო იქნება. სრულად არის ყველაფერი შესაცვლელი. ახალი სკოლა უნდა აშენდეს. ტერიტორიის სივრცე გვაძლევს ამის საშუალებას და იმედი გვაქვს, რომ მეზობელი სოფლების შემდეგ, ჩვენთვისაც მოიცლის სახელმწიფო“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ახმედ გაჯიევმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის შენობა და ეზო
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის ეზოს ნაწილი – სკოლაში შემოსასვლელი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის შენობა და ეზო
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი და ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი სკოლის ამორტიზებულ შენობაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის ერთ-ერთი საკლასო ოთახი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის ერთ-ერთი საკლასო ოთახი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი (ხელმარჯვნივ) და ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი (ხელმარცხნივ)
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის საკლასო ოთახში შესასვლელი კარი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის საკლასო ოთახი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები