Wednesday, January 15, 2025
7.8 C
Tbilisi

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონური საზოგადოება დაღლილია, რაც გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხი აქ ხედავს უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან ან ცხოვრობენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა „ფაინენშელ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფართომასშტაბანი ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში ჩასულ უკრაინელებზეც ისაუბრა.

როგორც მედია წერს, ომის დაწყების შემდეგ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება რიგ საკითხებში – უკრაინული იაფი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი და მზარდი უკმაყოფილება უკრაინელი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დატოვეს.

„რა თქმა უნდა, პოლონური საზოგადოება დაღლილია და ეს გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი აქ ხედავს ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ“, – განაცხადა მინისტრმა ინტერვიუში, როგორც ამას საქართველოს პირვეკლი არხი იტყობინება.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ასევე განაცხადა, რომ ვარშავა მხარს უჭერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5 პროცენტი დახარჯონ. თუმცა კამიში აღნიშნავს იმასაც, რომ ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს ამ მიზნის მისაღწევად.

„ტრამპის მიზნის მიღწევას კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირს მისი კრიტიკა იმისთვის, რომ მან ნამდვილად ამბიციური მიზანი დასახა“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა პოლონეთის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ თავდაცვის ხარჯების გაორმაგებასა და იარაღის ყიდვაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„ჩვენ ბევრი ვიყიდეთ, მაგრამ ჩვენი ადგილი რუკაზე ინვესტიციებსა და აღჭურვილობის შეძენას უბრალოდ აუცილებელს ხდის“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები