Wednesday, December 4, 2024
2.8 C
Tbilisi

ლეჩხუმის განათლების სახლში ალბომების – „ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან“ პრეზენტაცია გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრის ლეჩხუმის განათლების სახლში ალბომების – „ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან“ პრეზენტაცია გაიმართა.

ცენტრის დირექტორმა მარინე სვანიძემ და საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტმა იზოლდა ხვადაგიანმა საზოგადოებას წარუდგინეს ალბომებში შესული მოგონებები იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე გარდაცვლილები არიან და თავისი ღირსეული ცხოვრებით ქმნიდნენ ლეჩხუმის ისტორიას.

ალბომები სხვადასხვა იდეური დატვირთვის იყო -„ზოგის სიკვდილში სიცოცხლე ცოცხლობს“, „ადრე წასული კაცის ფიქრები“, „ღიმილის ბიჭები“, „დაკარგული თაობა“, „მივფრინავ სადაც, სიყრმე და სიყვარული არასოდეს არ არის გვიან“.

პრეზენტაციაზე ცაგერისა და ღვირიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ადრე წასული პოეტების- ლადო ასათიანის და ენდი ნემსიწვერიძის ლექსები.

ალბომებში შესულ მოგონებებს ავტორები თავად კითხულობდნენ.

ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერიიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი, მეცნიერ-მკვლევარი დავით კოპალიანი, ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ალბომში შესული ადამიანების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები