Wednesday, December 4, 2024
2.8 C
Tbilisi

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: სანქციებს დავუწესებთ საქართველოში საკვანძო პირებს, ბიზნესორგანიზაციებს, სუბიექტებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა თუ კორუფციაში

კანადა სანქციებს დაუწესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლიმ ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელანი ჯოლის პრესკონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხეს, „რუსეთი ცდილობს, მოვლენები შეაფასოს როგორც მორიგი „მაიდანი“. როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ ევროკავშირმა, ევროკავშირის მოკავშირეებმა, აშშ-მ და კანადამ?“ რაზეც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

„მოდით, ევროკავშირის წევრებმა თავად უპასუხონ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმის გამო, რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ ჩვენ მივყვებით მაგალითს, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს საკვანძო პირებს, ასევე ბიზნესორგანიზაციებს, სუბიექტებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა თუ კორუფციაში ჩვენს სასანქციო რეჟიმზე დაყრდნობით. ასე რომ, ამ საკითხის შესახებ ჩემგან მეტს უახლოეს დღეებში გაიგებთ“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები