ნინოწმინდაში სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში „რაფაელ ჯავახ“ სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა.

სომხური ქადის ფესტივალი აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე ტარდება. ამ პერიოდში ადგილობრივებს ეკლესიაში სხვადასხვა ფორმისა და სახეობის ქადები მიაქვთ.

დღესასწაული ლოცვითა და საეკლესიო მსახურებით დაიწყო. მამა არმაშ პოღოსიანმა ქადა აკურთხა, რის შემდეგაც ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული ნუგბარით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს.

ფესტივალს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები