Friday, November 22, 2024
7.8 C
Tbilisi

ახალქალაქში, სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერლის, შარლ აზნაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “მომავლის სახლში ” სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერლის, კომპოზიტორისა და ხელოვანის, შარლ აზნაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

“მომავლის სახლის” სააქტო დარბაზში, შარლ აზნაურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საიუბილეო საღამო “მომავლის სახლის” დირექტორის, სათენიკ მაჰტესიანის ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობა ცენტრის მოსწავლეებმა მიიღეს.
შემოქმედებით ღონისძიებაზე შარლ აზნაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო-კადრები წარმოადგინეს, ფრანგულ სამუსიკო ხელოვნებაში მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრეს და ცნობილი სიმღერებიც შეასრულეს.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები