Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

დოკუმენტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს ხელი.

„ახალი სააღმზრდელო წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტთან და მის კლინიკურ ბაზებთან სამი მიმართულებით ვიწყებთ პარტნიორობას, რაც გულისხმობს ბაღების შესაბამისი პროფილის პერსონალის გადამზადებას, ასევე, სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პერსონალისა და აღსაზრდელებისთვის, როგორც ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტში სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების აღსაზრდელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაღების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელები აუტიზმის, ადაპტაციური ქცევის, სენსორული პროფილის, სასკოლო მზაობის, ენა-მეტყველების უნარებისა და სხვა საჭიროების შეფასებისა და კონსულტაციისას.

გარდა ამისა, დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო კურსი ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები