Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სამი ერთეული სპეცტექნიკა და ნაგავშემკრები კონტეინერი შეემატა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სამი ერთეული სპეცტექნიკა და ნაგავშემკრები კონტეინერი შეემატა. ექსკავატორ-დამტვირთველისა და ასანიზაციის სატვირთო მანქანის შესაძენად ბიუჯეტიდან 286 000 ლარი დაიხარჯა. ნაგავმზიდის შეძენა კი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით მოხდა.

სპეცტექნიკა სარგებლობაში ა(ა)იპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვის-ცენტრს უკვე გადაეცა. ახალი, მრავალფუნქციური ტექნიკა, საჭიროებისამებრ, მთელ მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

„ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვას ვაგრძელებთ, რათა მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, დიდთოვლობას თუ სტიქიურ მოვლენებს მომზადებული შეხვდეს. შევიძინეთ ახალი მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთველი ტრაქტორი, ასანიზაციის სატვირთო მანქანა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით გადმოგვეცა თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდი, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ,“ – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა.

სპეცტექნიკის მომსახურების სერვის-ცენტრისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი -სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი- მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – ნაირი ირიციანი , მერის მოადგილეები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები