Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

„გახარია-საქართველოსთვის“: კობახიძემ დღეს აღიარა, რომ „ოცნების“ ამნისტია პოლიტიკური თაღლითობაა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ „ოცნებამ“ ზონდერების დაცვის უსამართლო ამნისტია შეიმუშავა და პატიმრები და მათი ოჯახები მოატყუა, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„ბალანსი ციხის განტვირთვასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას შორის კვლევაზე დაყრდნობით დგინდება და არა პარლამენტის მიზანშეწონილობით, როგორც ეს კობახიძემ განაცხადა.

ამნისტიის დაანონსების პირველივე დღიდან, ვითხოვთ კვლევას. კობახიძემ დღეს აღიარა, რომ განმეორებითი დანაშაულის კვლევა არ აქვთ და „ოცნების“ ამნისტია პოლიტიკური თაღლითობაა.

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც კვლევაზე დაყრდნობით სამართლიან ამნისტიას არჩევნების შემდეგ დააინიცირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები