ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ფოლკლორული ფესტივალი „აბული 2024“ გაიმართა.
ფოლკლორულ საღამოზე კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლებთან ერთად, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის, კონცერტის ორგანიზატორებმა ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალაქის საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსაზრდელები საზოგადოების წინაშე სხვადასხვა საცეკვაო ნომრით წარსდგნენ და აუდიტორიისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა და ხელს უწყობს მათ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალსა და ტურნეში.