Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭალისთავსა და ლუხვანოში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები ეწყობა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭალისთავსა და ლუხვანოში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.

ორივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შედგენს 135 663 ლარს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები