Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

შსს: იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.

„იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები