ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის სამძიმრის წერილში.
“ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის მიუხედავად, 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად ეძებდნენ ზვავში მოყოლილ პიროვნებას”, – აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის წერილში.
28 მარტს, დაბა ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 5-კაციანი ჯგუფი ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე “ბურანებით” ტურში იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი გადაურჩა.