ახალქალაქს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. აღმაშენებლის ქუჩაზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა.
ახალქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო ატრაქციონი, ქვაფენილი, ბორდიურები, ტრენაჟორები, ლედ-განათებები, მწვანე გაზონი, შადრევანი, რკინის ღობე, ტერიტორიაზე განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები. ახალ სკვერში დაირგო მწვანე ნარგავებიც.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, თეიმურაზ მჭედლიძემ და მკრტიჩ მღდესიანმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.